ბოტანიკა22

ოთახის ყვავილები

ოთახის ყვავილები და მარტივად მოსავლელი მცენარეები

გაზაფხული დადგა და დედა ბუნება ნელ-ნელა გალამაზდა. ბევრ ადამიანს არ აქვს საკუთარი ბაღის გაშენების ფუფუნება. ოთახის ყვავილები და ზოგადად სახლის მცენარეები განსაკუთრებით აქტუალური სწორედ ამ პერიოდშია.

შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყვავილების მოყვარულები იძულებული არიან საკუთარი ვერანდები, აივნები ან სულაც ოთახები გაალამაზონ.

ხშირ შემთხვევაში ადამიანები ამჯობინებენ მაქსიმალურად ლამაზი, თუმცა სახლის და ოთახის პირობებში მარტივად მოსავლელი ყვავილები შეიძინონ.

ოთახის ყვავილები თუ მცენარეები არც ზამთარში კარგავენ აქტუალობას და მათი ხილვა განსაკუთრებით სასიამოვნოა გარეთ არ არსებული სიმწვანის ფონზე.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე მცენარეს, რომლის მოვლაც სახლის პირობებში არ არის დაკავშირებული დიდ ძალისხმევასთან.

ოთახის ია, იგივე სენპოლია არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსავლელი ყვავილი, რომელიც საერთოდ არ შეგაწუხებთ მისი მოთხოვნებით.

მისთვის სულ მცირე ყურადღებაც კი საკმარისი იქნება და სანაცვლოდ ძალიან გაალამაზებს თქვენს ყოველდღიურობას თავისი უმშვენიერესი ყვავილებით.

მისი მოვლისას სულ რამდენიმე დეტალის გათვალისწინებაც კი საკმარისი იქნება.

განათება

დავიწყოთ განათებით, რომლის მიმართაც იას არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნა არ აქვს. იგი შესანიშნავად იგრძნობს თავს დასავლეთით, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მდებარე ფანჯრებთან.
რაც შეეხება სამხრეთით მდებარე ფანჯარას, იგი მხოლოდ და მხოლოდ ზამთარში თუ გამოდგება, რადგანაც ზაფხულში მზის სხივებმა შესაძლოა იას ფოთლები დაუწვას.

ოთახის ყვავილები

მორწყვა

მეორე მნიშვნელოვანი ნიუანსია მორწყვა. იას ფესვები ზედაპირზე აქვს განთავსებული და მისი მორწყვისას აუცილებლად უნდა გაფრთხილდეთ, შესაძლოა ზედმეტმა ჰიდრადაციამ მისი დალპობა და დაღუპვა გამოიწვიოს.
აქედან გამომდინარე ეცადეთ წყალი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუსხათ, თუკი მიწა კარგად გამშრალია.

ქოთანი

იას ძალიან უყვარს ვიწრო ფორმის ქოთანი. ამ ფორმის ქოთანში იგი უფრო დიდი ხნის მანძილზე და უფრო კარგად ხარობს.
ვიწრო ფორმა მას ეხმარება ლპობის დროს და ასევე ავადმყოფობის დროს განკურნებასა და პროფილაქტიკაში.

გადარგვა

თუკი მის სხვაგან გადარგვას გადაწყვეტთ, არავითარ შემთხვევაში არ მოაცილოთ მიწა მის ფესვებს და ეცადეთ სრულად გადაიტანოთ, რათა რაიმე არ დაუზიანდეს. ნიადაგის შერჩევისას კი უპირატესობა მიანიჭეთ ნოყიერ და ქვიშაშერეულ ნიადაგს.

თუკი ნებისმიერი ტიპის შეკითხვა გაგიჩნდებათ, იქნება ეს დაკავშირებული იასთან თუ არა, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარის სახით.

ჩვენი გამოცდილი ფლორისტები ეცდებიან ამომწურავი პასუხი გასცენ და ნებისმიერი საშუალებით დაგეხმარონ.

ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი და საინტერესოა ზოგადად მოგწონთ თუ არა ბლოგის იდეა.

კომენტარის დატოვება