ბოტანიკა22

shaqari

შაქარი – ყვავილის სასუქი

ყვავილები და მათი მოვლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ბევრი ადამიანისთვის საინტერესო თემაა ნატურალური სასუქების დამზადება. ზოგადად, ყვავილს და მცენარეს აუცილებლად სჭირდება კვება, ზოგიერთი ამისათვის ახალი მიწით ცდილობს, ზოგიერთი სხვადასხვა ტიპის სასუქებით, ზოგი კი მიმართავს სასუქის საკუთარი ძალებით დამზადების რომელიმე ტექნიკას. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ვერსიას, თუ როგორ შექმნათ სასუქი შაქრისგან.

შაქარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნივთიერებაა ნატურალურ სასუქებს შორის და ამ ხერხის მოყვარულ ადამიანებს შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს. რეალურად იგი გამოსადეგია ყვავილებისთვის გლუკოზის შემცველობის გამო. პირველ რიგში იგი ეხმარება მცენარეს სუნთქვაში, ასევე სასარგებლო ნივთიერებების ათვისებასა და სხვა ცხოველქმედების ენერგიების გაძლიერებაში. მეორე რიგში კი გლუკოზა არის შესანიშნავი საშენი მასალა და გამოიყენება საკმაოდ რთული ორგანული მოლეკულების ფორმირების პროცესში.

ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად ჩანს, თუმცა დიდი დაკვირვება და წინდახედულებაა საჭირო, თუკი შაქარს დამატებითი კომპონენტების გარეშე მიაწვდით ყვავილს, დიდი საშიშროება არსებობს იმისა, რომ გლუკოზა მოხვდეს მიწაზე და გახდეს ობის ბაქტერიების საკვები, რაც საბოლოოდ მცენარეს ობის მსხვერპლად აქცევს. ყვავილები ხშირად გამხდარან მსგავსი შეცდომის მსხვერპლი.

შაქრის სასუქის მომზადების ინსტრუქცია
საჭირო ინგრედიენტები:
2 სუფრის კოვზი შაქარი;
სარეველა მცენარე, ჭინჭარი ან თივა;
წყალი (წყალი აიღეთ წინასწარ და აუცილებლად გააჩერეთ 24 საათი, რათა მოხდეს ქლორის აორთქლება);
პატარა ვედრო ან თასი.
მომზადების ინსტრუქცია:
აიღეთ პატარა ვედრო (ან თასი) და მოათავსეთ შიგნით ბალახი (ჭინჭარი ან თივა);
დაუმატეთ წყალი იმ რაოდენობით, რომ დაიფაროს ბალახი;
გააჩერეთ, სანამ ბალახი ლპობას არ დაიწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწურეთ და დატოვეთ მხოლოდ ბალახი (ბალახის ნაყენი);
1 ლიტრ წყაროს წყალში გახსენით 100მლ ბალახის ნაყენი და 2 სუფრის კოვზი შაქარი.

ნატურალური სასუქი მზადაა, ახლა უკვე შეგიძლიათ დაუსხათ და მიასხუროთ თქვენივე ხელით მომზადებული სასუქი ყვავილს. გაითვალისწინეთ, რომ რეკომენდირებულია თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გამოყენება.


კომენტარის დატოვება