ბოტანიკა22

ვარდების მოვლა

გაინტერესებთ, თუ როგორ უნდა განახორციელოთ ვარდების მოვლა?თანამედროვე სამყარო ძალიან ბევრ თანამედროვე ტექნიკას გვთავაზობს ვარდების მოსავლელად. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ეს ყველაფერი ვითარდება, ფიზიოლოგია მაინც უცვლელი რჩება. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვარდების გაზრდა ხდება ახალი ხერხებითა და ძველი გზებით.

სად დავრგოთ ვარდი?
ვარდის დასარგველად იდეალური ადგილია ბაღის სამხრეთი ნაწილი, თუმცა აუცილებელი ფაქტორია ქარისგან დაცვა, ვინაიდან ძლიერმა ქარმა შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს ჩვენი ვარდები. რა თქმა უნდა შეგვიძლია სხვადასხვა ხერხებით დავიცვათ ქარისგან და ამისთვის ყველაზე ხშირად წიწვოვანებს მიმართავენ ხოლმე. რისი შეცვლაც ადამიანებს არ ძალუძთ, ესაა მხოლოდ მზე და მზის სხივები. ვარდს დღის განმავლობაში მინიმუმ ოთხი საათით მაინც სჭირდება მზის სინათლე. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დაახლოებით წარმოვიდგინოთ, თუ რაოდენ მომთხოვნი და კაპრიზული მცენარეა იგი.

რაც შეეხება ორმოს, რომელშიც უნდა მოხდეს მისი ჩარგვა, აქაც გარკვეული აუცილებლობებია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ ორმოს სიგანე, რომელიც დაახლოებით 70 სანტიმეტრის ზომის უნდა იყოს, ხოლო რაც შეეხება მის სიღრმეს, დაახლოებით ორი ბარისპირის სიღრმის მქონე ორმო საკმარისია. გამომდინარე იქედან, რომ ვარდს არაზედაპირული ფესვები აქვს, ძალიან წაადგება მიწის დამუშავება მის ძირში. მიწის დამუშავების შედეგად კი ფესვები მიწის სიღრმეში ჩავა, რაც ზამთარში ყინვისგან და სიცივისგან დაცვას უზრუნველყოფს. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც მიწისქვეშა წყლებია ხელისშემშლელი ფაქტორი. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნება ამოთხრილ ორმოში დრენაჟის ჩაყრა და ასევე ორმოს ამაღლება.

როდის ვიყიდოთ ნერგები?
ნერგების გაყიდვა იწყება გაზაფხულზე, მარტის თვიდან. შესანახად უნდა იმყოფებოდეს ქარხნულად შეფუთულ მდგომარეობაში. ამ მდგომარეობაში მყოფი ნერგის შენახვა მაცივარშია შესაძლებელი დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში. აუცილებელია ყურადღების მიქცევა, რადგანაც შესაძლებელია, რომ კვირტები დასკდეს და დაიწყოს ზრდა. ამ სიტუაციაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მათი მიწაში დარგვა. დაგვიანების შემთხვევაში გაუჭირდება ნიადაგთან შეგუება.

შეძენის პროცესში კარგად უნდა დაათვალიეროთ მცენარე, რომელსაც ყიდულობთ. დააკვირდით მის ფესვებს, ღეროებსა და ფოთლებს. ბევრ ადამიანს სურს გარანტია, რომ ვარდი აუცილებლად შეძლებს ახალ გარემოსთან შეგუებას. ამისთვის შეიძინეთ ქოთანში დარგულ მდგომარეობაში და 100%-იანი გარანტია გექნებათ.

ასე, რომ თუკი გაინტერესებთ ვარდების მოვლა და ზოგადად ბაღის მოვლა, აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენი ბლოგები. ჩვენგან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. ვარდებით კი შეძლებთ გააკეთოთ როგორც თაიგულები ასევე სხვადასხვა საჩუქრები.

კომენტარები

  • nani cucxubaia
    ივნისი 13, 2019

    chems vardebs dablidan uyvitldeba fotlebi da cviva,axalma ylortebmac feri icvales fotlebi sheekumshat,riti ushvelo

    პასუხი

კომენტარის დატოვება